როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს U21-ის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"თამაშის შეფასებას რაც შეეხება. უპირველესად ვიტყვი, რომ ამ თამაშის შემოტრიალება მარტივი არ იყო. დღევანდელ თამაშს დასდევდა შვედეთში განცდილი მარცხის კვალი.
"შვედეთთან მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიურად რთულ ვითარებაში იმყოფებოდა გუნდი, თუმცა ერთროულად გადავლახეთ ეს შიში. გამოცდილმა ფეხბურთელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში.
"გუნდში დიდი ერთიანობა, გაფართოებული სიის ნებსიმიერი მოთამაშეს მინდა. მადლობა გადავუხადო. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელმაც ყველამ ერთად გავწიეთ.
"რწმენა არის ის, რაც ჩვენ ვაძლევთ ფეხბურთელებს. ვიცით, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდები არსებობენ, თუმცა მე ჩემს ბიჭებს ვაჯერებ ძალაში. რწმენით და ურთიერთპატივისცემით ვაღწევთ შედეგს.
"მხოლოდ ამ თამაშით ვცხოვრობდით და ვადევნებდით თვალს. შვედეთთან მარცხის შემდეგ არც მინახავს ჯგუფი.
"ეს არის იმ წარმატების დინამიკა, რომელიც უკვე კარგა ხანია გრძელდება. ჩვენ კონკურენტუნარიან გუნდად ვრჩებით. 2023 წელს ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა რწმენა შეგვძინა. ქართველმა ფეხბურთელებმა თავიანთი თვალით ნახეს, თუ ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მე ვარწმუნებ ფეხბურთელებს, რომ ტოპ 5 ლიგის მოთამაშებს შეგვიძლია მოვუგოთ.
"მოხარული ვარ, რომ მოტივაციას ვაძლევთ ბავშვებს. ჩემი ფეხბურთელები არიან მომავალი თაობის მაგალითები. ეს დინამიკა დაიწყო 2023 წელს და კვლავ გრძელდება.
"ზოგადად პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ შვედეთის თამაში იყო მაგალითი. ყველაფერი ჯარგად მიდიოდა, თუმცა ორმა უნებლიე, ინდივიდუალურმა შეცდომამ გადაწყვიტა ყველაფერი. შვედეთში ამის შემდეგ გუნდურობა დევწყვიტეთ. ეს თამაში დიდი გაკვეთილი იყო ჩვენთვის.
"მე იმიტომ ვარ ბედნიერი დღეს, რომ 4 დღის უკან გუნდში აირია. დღეს კი გაშვებული გოლის შემდეგ ერთ მუშტად შეიკვრა.
"ეს თაობა ერთი წლის წინ შეიკრიბა. წინა თაობასთან ძალიან დიდი დრო მქონდა, განსხვავებუთ ამ ნაკრებისა. მაქსიმუმ 2-3 დღე სავარჯიშოდ და გადიხარ ტოპ გუნდების წინააღმდეგ. ძალიან დამწყდებოდა გული ამ მარცხის წაგებისთვის.
"ნიდერლანდები ჩვენს ჯგუფში ერთი თავით მაღლა იდგა. წყალობა იყო დღევანდელი შედეგი.
"ეს თაობა ეს ნაკრები, ნებისმიერ შემთხვევაში უკვე წარმატებულია. ეს ციკლი უკვე წარმატებულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ახალი თაობით ახალი ისტორია დავწეროთ", - თქვა სვანაძემ.