1 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მას ჩემს სისტემასთან ადაპტირება უჭირს" - რა თქვა სანიოლმა ალბანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე

საქართველოსა და ალბანეთის მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა.

"კი, უკრაინასთან შეხვედრაში მარცხენა მხარეს რაღაც პრობლემი გვქონდა, ეს მხოლოდ ლოჩოშვილს არ ეხება. 

"ოთარ კიტეიშვილი მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. 

"რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მისი არ გამოძახების მიზეზი მხოლოდ ხანგრძლივი მგზავრობა არ არის, მას ჩემს სისტემაში ჩაჯდომა უჭირს.

"ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს და ამას ხვალ იხილავთ. 

"ხვალ უკეთ უნდა დავიწყოთ მატჩი და ჩვენი მთავარი დავალებები შევასრულოთ.

"ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც ევრო2024-ზე წარატებას მიაღწია. აუცილებელია დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ", - თქვა სანიოლმა.

Facebook კომენტარები