„ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი მომავალი წლიდან საფეხბურთო სექტორს საკმაოდ სერიოზული როლით დაუბრუნდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან გერმანელი სპეციალისტი რედ ბულს შეურთდება. იგი კომპანიის საფეხბურთო ორგანიზაციის გლობალური ხელმძღვანელის პოსტს ჩაიბარებს. მხარეებს შორის მრავალწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
აღნიშნული პოზიციის მიხედვით, კლოპი ორგანიზაციის ყველა გუნდის სამწვრთნელო შტაბს გაუწევს დახმარებას, როგორც სამწვრთნელო საკითხებში, ისე მოთამაშეებთან, ტრანსფერებთან და გუნდების ფილოსოფიასთან დაკავშირებულ ასპექტებშიც.
რედ ბულის საფეხბურთო ორგანიზაციის ახალი თავკაცის უფლებამოსილება შემდეგ გუნდებზე გავრცელდება:
- ლაიფციგი (გერმანია);
- ზალცბურგი (ავსტრია);
- ნიუ იორკ რედ ბულსი (აშშ);
- რედ ბულ ბრაგანტინო (ბრაზილია);