1 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ოფიციალურად: კიტეიშვილი 2023/24 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ადმირალ ბუნდესლიგის გასული სეზონი საკმაოდ საინტერესო შედეგებით გამოირჩა. ამასთანავე, ფანებს თავი ქართველმა ლეგიონერმაც დაამახსოვრა. ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით ლიგის 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის ფონზე მან 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

ავსტრიულმა გუნდმა კიტეიშვილის დახმარებით ჩემპიონობა კიდევ ერთხელ იზეიმა და ლიგის გამარჯვებულის სტატუსი ჯამში მეოთხედ მოიპოვა. კიტეიშვილი ლიგის გათამაშებასთან ერთად, „შტურმს“ თასის მოგებაშიც ეფექტურად დაეხმარა. ამის ფონზე იგი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად დაასახელეს. 

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში მას იონ გორენც სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასსი უწევდნენ კონკურენციას. თუმცა, ავსტრიის დედაქალაქში გამართულ Bruno Gala 2024-ზე სწორედ ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.

Facebook კომენტარები