წლევანდელი კვირა ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ აქტიური გამოდგა. მათ შორის ყველაზე მეტად ზურიკო დავითაშვილი გამოირჩა. მან „სენტ ეტიენს“ 3:1 მოაგებინა, საკუთარი 3 გოლის დამსახურებით. ამის სანაცვლოდ ქართველ მოთამაშეს იდეალური, 10 ქულიანი შეფასება დაუწერეს. თუმცა, ბოლო ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც.
გთავაზობთ WhoScored-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს, რომლებიც ქართველმა ლეგიონერებმა ბოლო ტურის მატჩების ბოლოს დაიმსახურეს:
ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) – 10.0
ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე) - 7.20
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) - 6.82
საბა ლობჟანიძე (ატლანტა) - 6.78
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 6.58
გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) - 6.38
გიორგი აბურჯანია (ავს) - 6.30
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 6.29
საბა გოგლიჩიძე (ემპოლი) - 5.85