1 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მესამე ქამარი გაგვიმზადეთ - ვინ შეიძლება იყოს დოლიძის მომდევნო მეტოქე

როგორც იცით, UFC 307-ზე რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა. 

ბუნებრივია, დაისვა კითხვა, თუ ვინ იქნება ქართველის შემდეგი მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ მედიაში რამდენიმე ვარიანტმა გაიჟღერა და ერთ-ერთი ისრაელ ადესანია იყო. 

სხვა ვარიანტად საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესისი განიხილებოდა. 

ასევე იწერებოდა, რობერტ ვიტეკერზე, რომელსაც 26 ოქტომბერს UFC 307-ზე ხამზატ ჩიმაევთან ელის ბრძოლა. 

აქვე გეტყვი იმასაც, რომ რომანის სურვილი 2025 წლამდე კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებაა.



Facebook კომენტარები