საქართველოს ნაკრების ოქტომბრის თვის მატჩებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.
აღნიშნულ მატჩებამდე ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.
"მიქაუტაძის უთამაშებლობა? გიორგი მართლაც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ გამოასწორებს სიტუაციას.
"ვერ დავივიწყებთ, რაც მან ბოლო სამ წელში ნაკრებისთვის გააკეთა. მაგრამ ეს ფეხბურთია და მდგომარეობა უნდა გამოასწოროს", - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ფორვარდს "ლიონში" გადასვლის შემდეგ ჯერ გოლი არ გაუტანია.