6 დღის და 20 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

მამუჩაშვილის საოცარი თამაში და ჰეთ თრიკი - შერიფს ვერ აჩერებენ

„ტირასპოლის შერიფი“ მოლდოვის ჩემპიონატის ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს. ლიგის მერვე ტურში ვლადიმერ მამუჩაშვილის გუნდმა „დაჩია ბუიუკანი“ 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში „შერიფის“ მხრიდან სამივე გოლი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელმა მე-18 და 26-ე წუთზე პენლები წარმატებით აქცია გოლად, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე თამაშიდანაც შეძლო მეტოქის კარის აღება.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ „შერიფი“ ჩემპიონატს 22 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 6 ქულით უსწრებს.

Facebook კომენტარები