1 თვის და 4 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მერაბს ეს რომ არ გაეკეთებინა, მას დავანოკაუტებდი" - რას ამბობს შონ ო'მალი

მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი UFC-ს ჩემპიონო გახდა, შონ ო'მალი წაგებას ვერა და ვერ შეეგუა.

სხვადასხვა ვიდეობითა და განცხადებებით შუგას სურს დაამტკიცოს, რომ ჩემპიონობას თავად იმსახურებდა.

ამჯერად ყოფილი ჩემპიონი დვალიშვილზე შემდეგ განცხადებას აკეთებს. 

"მერაბი ოქტაგონზე უბრალოდ გამირბოდა, ჩემთან მოსვლა არ სურდა. ეს რომ არ გაეკეთებინა, მას დავანოკაუტებდი", - თქვა ო'მალი.



შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი UFC-ს ქამრის მფლობელი მსაჯების გადაწყბეტილებით გახდა.

Facebook კომენტარები