2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

UFC-იმ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქეობის 3 კანდიდატი უკვე დაასახელა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე ამერიკელი შონ ო მალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.

UFC-იმ უკვე დაიწყო ფიქრი, ვინ იქნება, მერაბის მომდევნო მეტოქე ქამრის პირველი დაცვის დროს.

სოციალურ ქსელებში დადებული პოსტერით თუ ვისმეჯელებთ, 3 კანდიდატს განიხილავენ - დევისონ ფიგეირდო, უმარ ნურმაგომედოვი და შონ ო მალი.

ფიგეირდო უმსუბუქესი წონის ჩემპიონი იყო, ხოლო ნურმადგომედოვს ძლიერი მეტოქეებიდან ჯერ მხოლოდ კორი სანდჰეგენი ჰყავს დამარცხებული.

Facebook კომენტარები