2 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

"თოფურიას დროს ჩუმად რატომ იყავი", - უმარ ნურმაგომედოვმა დვალიშვილს უპასუხა

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა.

როცა ქართველ UFC-ს მებრძოლს შემდეგი მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი უხსენეს, დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ის ტიტულისთვის ბრძოლას ჯერ არ იმსახურებს, რადგან ტოპ 15-დან მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავს დამარცხებული

„როცა მერაბის მეგობარი [ილია თოფურია - ავტ] ტიტულისთვის ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ იბრძოდა, მას პირველი ხუთეულიდან მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავდა დამარცხებული - ჯოშ ემეტი.

არ მახსენდება, რომ დვალიშვილს მაშინ ეთქვა რაიმე "უსამართლობაზე". - აღნიშნა რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტანელმა მებრძოლმა. 

Facebook კომენტარები