UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ეს ბრძოლა UFC-ის ტიტულისთვის და მემკვიდრეობისთვისაა. ომალიმ თავისი ინტერვიუს დროს ჩემს სამშობლოს პატივი არ სცა, ჩემთვის კი საქართველო ყველაფერია.
"ბრძოლა იმისთვის დავიწყე, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა და როცა ვინმე შენს ოჯახს ან ქვეყანას პატივს არ სცემს, პასუხი უნდა გასცე.
"გამარჯვება და იმის ჩვენება მსურს, რომ თავმდაბალი უნდა იყო", - თქვა მერაბმა