ესპანელი სპეციალისტის მიერ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას ბევრი ვარაუდობდა. აღნიშნული ჭორები განსაკუთრებით მოხშირდა ბოლო თვეების განმავლობაში, თუმცა გვარდიოლამ განსხვავებული არჩევანის გაკეთება არჩია.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, 53 წლის მენეჯერი „სიტიში“ მინიმუმ კიდევ 1 წლით დარჩება. კონტრაქტის დეტალები მხარეებმა უკვე შეათანხმეს. ამასთანავე, ახალი ხელშეკრულების თანახმად, შესაძლოა გვარდიოლას კონტრაქტი სეზონის ბოლოს კიდევ 1 წლით გაგრძელდეს.
6 პრემიერ ლიგის ტიტულის, 4 ინგლისის თასის, 3 ინგლისის სუპერთასის და 2 ასოციაციის თასის მოგების მიუხედავად, გვარდიოლა კვლავ „მანჩესტერ სიტის“ სახელით გააგრძელებს ინგლისურ ფეხბურთში მოღვაწეობას.