UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან შესაძლო განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე ქართველ მებრძოლთან მეორე ჩხუბის ჩატარება სურს.
"ესეც შესანიშნავი იქნებოდა. თუ ბრძოლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება, მაშინ თანახმა ვარ.
"მასთან წაგების გამო რევანშის აღება ძალიან კარგი იქნებოდა. მე მებრძოლი ვარ და მსურს, მასთან საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოვცადო“, - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ თოფურია და ვოლკანოვსკი ერთმანეთს 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე დაუპირისპირდნენ. მაშინ ილიამ მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.