UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ტრილოგიის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა.
"დღე მშვიდობისა ყველას! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო უფალს, რადგან მან ჭეშმარიტად და მუდამ და მლოცა და ძალიან მადლიერი ვარ!
შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კუთხეში მდგომ გუნდს: Aljamain Sterling, Davey Grant, ზვიად ლაზიშვილს და John Wood-ს მათი დახმარებისა და თავდადებისთვის.
მადლიერი ვარ ჩემი ვეგასელი გუნდელებისა და სპარინგ-პარტნიორების, რომლებიც ყოველთვის გვერდით მედგნენ და დიდ გამოწვევებს მაძლევდნენ.
ასევე დიდი მადლობა ჩემს ნიუ-იორკის გუნდს: Matt Serra-ს, Ray Longo-ს და ჩემს ყველა ნიუ-იორკელ / ლონგ-აილენდელ ბიჭს!!
მადლობა UFC-ის, რომ ყოველთვის მაძლევს ამ შესაძლებლობებს!
და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი - ჩემი ოჯახი, მეგობრები და გულშემატკივრები, თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის მთელ სამყაროს ნიშნავს!
მოუთმენლად ველოდები რვაკუთხედში (ოქტაგონზე) დაბრუნებას და იმ საქმის კეთებას, რაც ძალიან მიყვარს! ჯანმრთელად ვარ, მოტივირებული ვარ და მალე დავბრუნდები! მანქანა არასდროს ჩერდება! შეხვედრამდე", - წერს მერაბი.