საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლიგა 1-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხვიჩას ტელეფონით ესაუბრა და მან კარგად იცის, რომ რთული თვეების გავლა მოუწევს, თუმცა უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს.
"ეს ამბავი სამწუხაროა, რადგან „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრების გარდა, მთელი საქართველოც ოდნავ მოწყენილია.
"ბოლო დღეებში ხვიჩა კვარაცხელიას ტელეფონით ვესაუბრე. ის მოწყენილია, თუმცა კარგად იცის, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია.
"ზოგჯერ ისეთი მიზეზების გამო ჩერდები, რომელთა ახსნაც ყოველთვის ადვილი არაა. მან იცის, რომ წინ რამდენიმე რთული თვე ელის, თუმცა შეძლებს შესაბამისად შრომას და ყველანი ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება, როგორც კლუბში, ისე საქართველოს ნაკრებში“, - თქვა სანიოლმა.