2 საათის და 9 წუთის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ნაპოლიმ კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ულტიმატუმი წაუყენა

იტალიური გამოცემების მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლებმა ხვიჩა კვარაცხელიას ულტიმატუმი წაუყენეს. „ნაპოლის“ მთავარ პრიორიტეტად ფინანსური მოგება იქცა. ამის გამო, თუკი უახლოეს თვეებში მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, გუნდი კვარაცხელიას გაყიდის.

იტალიელები 23 წლის შემტევს 6 მილიონს სთავაზობენ ხელფასის სახით, ხოლო გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 100 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვენ. თუმცა, კვარაცხელიას წარმომადგენლებს ხელფასის 8 მილიონ ევრომდე გაზრდა, ხოლო გამოსასყიდი თანხის მხოლოდ 80 მილიონამდე გაზრდა სურთ.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ახლანდელი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისი შეძენით უამრავი ტოპ კლუბია დაინტერესებული და აღნიშნული ტრანსფერი შესაძლოა რეალობად იქცეს, თუკი მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმება ვერ შედგება.

Facebook კომენტარები