3 საათის და წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ამ კუთხით თორნიკეს სხვა კალათბურთელებმაც უნდა მიბაძონ" - ფინეთის ნაკრების მწვრთნელის განცხადება

EuroBasket-ის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში საქართველომ თბილისში ფინეთს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლასი ტუოვიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"ვფიქრობ, შეხვედრა თანაბარი იყო, მაგრამ თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალედ ითამაშა. 

"აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ევროლიგასა და ფინეთში 20 საათში ორი მატჩი ჩაატარა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მას სხვა კალათბურთელებმაც უნდა მიბაძონ", - თქვა ტუოვიმ.



Facebook კომენტარები