ქართული სპორტისთვის მიმდინარე 2024 წელი ძალიან კარგი გამოვიდა.
გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას თუ ვინ შეიძლება იყოს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი.
ხვიჩა კვარაცხელია - 2024 წელს საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა დიდ საფეხბურთო ასპარეზზე რაშიც კვარას დიდი როლი ჰქონდა.
მერაბ დვალიშვილი - მერაბმა წლის დასაწყისში ჰენრი სეხუდოს დამარცხებით საჩემპიონო ბრძოლა მოიპოვა, შემდეგ კი UFC-ის ჩემპიონიც გახდა.
ილია თოფურია - თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც საჩემპიონო ქამარი მოიპოვა და ახალი ისტორია დაწერა, ამის შემდეგ კი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
გიორგი მიქაუტაძე - გიორგის თამაში ევრო 2024-ზე მართლაც გამოსარჩევია. 3 გოლი, 1 საგოლე პასი და ტურნირის თანაბომბარდირი ყველაფერზე მეტყველებს.
გიორგი მამარდაშვილი - მამარდამ საოცარი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, ამის გარდა "ვალენსიაშიც" კარგი სეზონი ჰქონდა. ის ოქროს ბურთი დაჯილდოვებაზეც იყო მიწვეული.
ლაშა ბექაური - ლაშამ 24 წლის ასაკში პარიზის ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ტალახაძე - ტალახაძემ თავის კარიერაში ბოლო ოლიმპიადა ჩაატარა და მესამე ოქროს მედალიც მოიპოვა.