ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დგას. მათ სეზონის ბოლომდე €508 მილიონის ოდენობის ფინანსური დავალიანების დაფარვა სჭირდებათ იმისათვის, რომ კლუბის ქვედა ლიგაში ავტომატური დაქვეითება თავიდან აიცილონ. აღნიშნული პრობლემის გამო „ლიონს“ უკვე აეკრძალა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში ფეხბურთელების დამატება.
დიდი ალბათობით, "ლიონი" ვალის დაფარვას გუნდის ლიდერების გაყიდვით შეეცდება. უკვე ცნობილია ის სატრანსფერო ღირებულებები, რომელიც ფრანგული კლუბის შემადგენლობის წევრებს აქვთ მინიჭებული. შესაძლოა, გუნდი მხოლოდ სიაში მყოფი ფეხბურთელების ნაწილმა დატოვოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ლიონის“ ქართველი ლეგიონერი შემადგენლობის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად ითვლება:
- მალიკ ფოფანა €30 მილიონი;
- რაიან შერკი €25 მილიონი;
- გიორგი მიქაუტაძე €20 მილიონი;
- მაქსენს კაკერე €20 მილიონი;
- ერნესტ ნუამა €20 მილიონი;
- ტანერ ტესმანი €20 მილიონი;
- გიფტ ორბანი €15 მილიონი;
- საიდ ბენრაჰმა €15 მილიონი;
- ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი €15 მილიონი;
- ალექსანდრ ლაკაზეტი €10 მილიონი;