ინგლისური „ნოტინგემ ფორესტი“ გიორგი მამარდაშვილის დამატებით არის დაინტერესებული.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, კლუბმა უკვე გამოკითხა „ლივერპული“ ქართველი მეკარის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
„ფორესტი“ ახალი ძირითადი მეკარის დამატებას ცდილობს და მამარდაშვილი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ინგლისურ კლუბს მანამდე დინ ჰენდერსონის დამატებაც სურდა, თუმცა მისი შეთავაზება უარყვეს.
მამარდაშვილი გასულ ზაფხულს „ლივერპულს“ შეუერთდა და ამჟამად ალისონის კონკურენტია. ქართველი მეკარის შესაძლო წასვლის საკითხი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში განვითარდა.