4 საათის და 20 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ალექს, მადლობა, ძმაო.." - რა უთხრა მსაჯმა თოფურიას კუთხეს

ცოტა ხნის წინ UFC-მ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის ახალი კადრები შემოგვთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შემდეგ შეხვეხდრის მსაჯი, მარკ გოდარდი ალექსანდრე თოფურიას ბრძოლის ნაადრევად გაჩერების გამო მადლობას უხდის.

კერძოდ, რეფერიმ ჯერ კიდევ მესამე რაუნდის შემდეგ შეატყო, რომ ილია თოფურიას დაზიანებები ძალიან მძიმე იყო.

მეოთხე რაუნდის შემდეგ კი გოდარდმა ექიმს თავად უხმო, თუმცა "ელ მატადორის" კუთხემ ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ალექს, მადლობა ძმაო, კარგი გადაწყვეტილება იყო. ილია, თავს მიხედე, ძმაო", - უთხრა გოდარდმა თოფურიებს.