ეთერ ლიპარტელიანმა თანაგუნდელი სოფიო სომხიშვილი გაამხნევა
მინდა, რამდენიმე სიტყვით სოფო სომხიშვილზე ვისაუბრო
ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო სოფო ამ შეჯიბრებამდე. მას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აწუხებდა წელის ტკივილი, ვერ ვარჯიშობდა სრულფასოვნად და ტკივილის გამო ნემსების გაკეთებაც უწევდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას გუნდი არ დაუტოვებია და ჩვენს გვერდით იყო.
ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანმა არ იცის, რა ბრძოლას გადის სპორტსმენი კულისებს მიღმა, მაგრამ ერთი წაგების შემდეგ ყველაზე მარტივ გზას ირჩევს - ლანძღვას და შეურაცხყოფას.
სპორტსმენი მხოლოდ გამარჯვების დროს არ იმსახურებს პატივისცემას. ის ადამიანიცაა, რომელსაც ტკივილი აქვს, უჭირს, ზოგჯერ ფიზიკურად ბოლომდე ვერ იხარჯება, მაგრამ მაინც ცდილობს და არ ნებდება.
სოფომაც ბევრი რამ გადაიტანა. სანამ მის შეფასებას და გაკრიტიკებას დაიწყებთ, დაფიქრდით, რამდენად ცოტა იცით იმაზე, რაც მან გამოიარა.
კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა - მეორე. სპორტსმენს ისედაც უწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და არ სჭირდება, ამ ყველაფერს საზოგადოების ლანძღვაც დაემატოს.
სოფო, შენ იცი, რა გამოიარე და რამდენი იბრძოლე. ჩვენ ვიცით, რომ შენს უკან გაცილებით მეტი დგას, ვიდრე ხალხი ხედავს”. - წერს ეთერ ლიპარტელიანი.