როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩავიდა.
“ელ მატადორს” ესპანეთში დიდი სიურპრიზი დახვდა. UFC-ის ჩემპიონი თოფურიების ქართულ ოჯახს შეხვდა, რომლებმაც მის სასახელოდ შვილს ილია დაარქვეს.
გამოდის, რომ ილია თოფურია ახალშობილ ილია თოფურიას შეხვდა. მსგავსი მომენტები სპორტს ყოველთვის სხვა ხიბლს სძენს.