ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
„საჭიროა მივულოცოთ ხვიჩას ის, რომ „ჩელსისთან“ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, შეცვლაზე შევა თუ თავიდანვე დაიწყებს თამაშს, თავის კლასს აჩვენებს. განსაზღვრულ დონეზე დაბლა არ ეშვება. „ჩელსისთან“ მოგება პსჟ-ს მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდ შანსს აძლევს, თუმცა ადვილი დაპირისპირება ლონდონშიც არ იქნება.
ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და პარიზულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. უბრალოდ, პსჟ ისეთი კლუბია, სადაც მატჩების 100%-ს არავინ თამაშობს. ტრავმების კი არა, როტაციის გამო. ვფიქრობ, ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს (ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების დღე), რათა იმ დროისთვის ყველანი იდეალურ მდგომარეობაში იყვნენ, რამეთუ სეზონის დასასრულს იდეალური ფიზიკური მზადყოფნა მართებთ“, - ციტირებს სიომინს „ჩამპიონატი“.