რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი, რომელშიც "ვალენსიამ" "რაიო ვალეკანო" სტუმრად გამართულ მატჩში, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მორიგი წარმატებული შეხვედრა ჰქონდა "ღამურების" გოლკიპერს, გიორგი მამარდაშვილს. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად შეინახა და 1 სეივიც მიითვალა.
Sofascore-მა გიორგის თამაში 6.8 ქულით შეაფასა. რაც შეეხება Whoscored.com-ს, იქ 22 წლის კიპერის შეფასება 6.7 ბალია.
"ლოს ჩეს" პრიმერას 18 ტურში 23 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას ამაგრებს.