როგორც მოგეხსენებათ, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ბენინთან გამართული მატჩის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ლეომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა.
საგულისხმოა, რომ მესის ემოციურ განცხადებას კრიშტიანუ რონალდუ საჯაროდ გამოეხმაურა:
"ლეო, ამდენი წელი იცავდი შენი ქვეყნის ღირსებას და ეს არის ისტორია, რომელიც სამუდამოდ იარსებებს. ჩემი სრული პატივისცემა იმ ყველაფერს, რასაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მიაღწიე. გეხვევი", - წერს კრიშტიანუ.