გრაცის „შტურმის'' ოფიციალური განცხადებით, უნგრეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ცნობილია, რომ გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დეხმარება. ავსტრიული კლუბის ლიდერს წვივის უკანა კუნთის ტრავმა აქვს.
როგორც Sky Sport Austria წერს, „შტურმისთვის“ ეს მძიმე დარტყმა იქნება, რადგან კიტეიშვილი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდს ეტაპობრივად უბრუნდებოდა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმების გამო მოედანზე თამაში სულ რამდენჯერმე შეძლო. მთავარი მწვრთნელი ფაბიო ინგოლიჩი ბოლო დროს მიზანმიმართულად იყენებდა მოკლე მონაკვეთებში, რათა თავისი საკვანძო მოთამაშე სრულ დატვირთვას ფრთხილად დაბრუნებოდა. 90 წუთის განმავლობაში თამაში მას ჯერ კიდევ არ შეეძლო.