1 საათის და 15 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ცნობილია - რომელ ადგილზე ჩამოქვეითდა საქართველო FIFA-ს რეიტინგში

ცოტა ხნის წინ FIFA-მ მსოფლიო ნაკრებების რეიტინგი განაახლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მძიმე სანაკრებო პაუზის შემდეგ ორი პოზიციით დაქვეითდა.

კერძოდ, ჩვენი ეროვნული გუნდი 72-დან 74-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

საგულისხმოა, რომ სექტემბერი-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ რეიტინგში ისლანდიისა და იორდანიის ნაკრებებმა გადაგვისწრო.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგის პირველ ოთხეულში არაფერი შეცვლილა: ლიდერი ესპანეთია, მეორე - არგენტინა, მესამე - საფრანგეთი, მეოთხე კი ინგლისი. პორტუგალიამ მდგომარეობა 2 პოზიციით გააუჯობესა და მეხუთე ადგილზეა, ბრაზილია (6) და მაროკო (7) კი თითო პუნქტით დაქვეითდნენ. მერვე ადგილზე ბელგიაა, მეცხრეზე - ნიდერლანდები, მეათეზე კი მექსიკა.