1 საათის და 18 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

რა თანხა გამოიმუშავა ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობით

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026).

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გამარჯვებისთვის ტატო გრიგალაშვილი 20 800 ევროს მიიღებს, მის მწვრთნელს ასევე ერგება 5200 ევრო.