1 კვირის და 6 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

ცნობილია, რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა და კიდევ რამდენს გამოიმუშავებს წლის მეორე დიდ სლემზე

პარიზში სტარტი აიღო წლის მეორე დიდიმა სლემმა, საფრანგეთის ღია პირველობამმ ("როლან გაროსი"), სადაც ძირითად ბადეში ორი ქართველი ჩოგბურთელი: ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა იასპარეზებენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ბადე წარმატებით დაძლია და ძირითად ეტაპზე გავიდა. 

პირველ წრეში მისი მეტოქე იქნება 21 წლის პორტუგალიელი ენრიკე როშა, რომელიც მსოფლიოს 201-ე პოზიციაზეა. ჩოგბურთელები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს 2024 წლის დასაწყისში მურსიას ჩელენჯერის ფინალში, სადაც ბასილაშვილი სამ სეტში დამარცხდა: 6:3, 6:7, 5:7.

ტურნირის საპრიზო ფონდი წელს 5.21%-ით გაიზარდა და 56.352 მილიონ ევროს შეადგენს. ერთეულთა თანრიგში გამარჯვებული 2,550,000 ევროს მიიღებს.

ბასილაშვილმა უკვე გამოიმუშავა 43 000 ევრო. როშასთან გამარჯვების შემთხვევაში დამატებით 35 000 ევროსა და 10 სარეიტინგო ქულას მიიღებს. მეორე წრეში მისი მეტოქე ან ალექსანდრ მიულერი (საფრანგეთი), ან იაკუბ მენშიკი (ჩეხეთი) იქნება. 

მეორე წრის წარმატებით გავლის შემთხვევაში ბასილაშვილს კიდევ 39 000 ევრო დაემატება და საერთო ჯამში 117 000 ევროს მოგება შეუძლია. მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში მის ანგარიშზე 265 000 ევრო ჩაირიცხება.


Facebook კომენტარები