კარლოს ალკარასი მამაკაცთა შორის წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია.
ფინალურ მატჩში 22 წლის ესპანელმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ სეტში – 2:6, 6:2, 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო ავსტრალიური სლემი.
ესპანელი ჩოგბურთელის ამ გამარჯვებას UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა.
"როცა ტალანტი და შრომა ერთმანეთს ხვდება, ლეგენდა იბადება. გილოცავ კარიერული გრანდ სლემის შეკვრას", - ამბობს თოფურია.