30 იანვარს ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერს დაუპირისპირდა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა.
ამ დიდი გამარჯვების შემდეგ სერბმა ლეგენდამ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მე მჯერა ღმერთის და მჯერა, რომ ყველაფერი მიზეზით ხდება. ღმერთი არ გაძლევს ყოველთვის იმას, რაც გინდა — ის გაძლევს იმას, რაც გჭირდება, რომ გაიზარდო.
"კორტზე მარტო არ ვარ. როცა საქმე რთულადაა, რწმენა მაძლიერებს", - თქვა ჯოკოვიჩმა.