1 საათის და 14 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ცნობილი გახდა, ვინ გაუძღვება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით  უახლოეს პერიოდში განხორციელდება მთელი რიგი სტრუქტურული და სისტემური რეფორმები. ამავე  რეფორმების ფარგლებში ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე საქმიანობას გააგრძელებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, რაც  მათ შორის მოიცავს აღმასრულებელი კომიტეტის  ხელმძღვანელობის ფუნქციას.  

ასევე სანაკრებო დონეზე მოხდება ოლიმპიური ნაკრების მომზადების  მაქსიმალურად ინდივიდუალური  გეგმის შემუშავება/განხორციელება, რასაც  შეავსებს  ორი ახალი პროგრამა: ,,პროექტი 2029”  (საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) და “გამოწვევა 2032”, რომელიც დაკომპლექტდება  დღეს მოქმედი ახალგაზრდა პერსპექტიული ძიუდოისტებით.  რაც შეეხება საერთო სანაკრებო ხელმძღვანელობას, მას შემდომი ორი წლის განმავლობაში გაუძღვება გურამ მოდებაძე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით  უახლოეს დღეებში ძიუდოს ფედერაციაში გაიმართება პრესკონფერენცია, რა დროსაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.