58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

დიდი ცვლილება გუნდში! - რას აპირებს პსჟ ხვიჩას ტრავმის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ პარის სენ-ჟერმენი შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. 

The Touchline-ის ინფორმაციით, პარიზული გრანდი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შეძენას განიხილავს.

ქართველმა ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მას ოპერაცია სჭირდება. მოსალოდნელია, რომ კვარაცხელია მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ალვარესის ტრანსფერის განხორციელება მარტივი არ იქნება. არგენტინელი „ატლეტიკოსთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მადრიდელთა დასარწმუნებლად პსჟ-ს შესაძლოა დაახლოებით 150 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდეს.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.