ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონასთან“ მიღებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. გავრცელებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჰქონდეს დაზიანებული.
კვარაცხელიამ ტრავმა 57-ე წუთზე, „ბარსელონას“ ფეხბურთელ ხავი ესპარტთან ორთაბრძოლისას მიიღო. ქართველმა მოედანი დამოუკიდებლად ვერ დატოვა და სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა. ის 59-ე წუთზე მანეს აკლიუშმა შეცვალა.
რამდენიმე საათის წინ დადასტურდა, რომ ქართველმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
არაერთი გამოცემის ცნობით, ხვიჩა მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს, თუმცა Le Parisien-მა პოზიტიური ამბავი გაავრცელა.
წყაროს ცნობით, არის შანსი, რომ ხვიჩა კვარაცხელია აპრილის თვეს დაბრუნდეს.
თუ ეს ასე მოხდა, ქართველი ვინგერი თავის გუნდს პოტენციურად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებისთვის დაუბრუნდება.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა ფეხზე ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს.