3 საათის და 28 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ძალიან ცუდი ამბავია.." - ენრიკეს განცხადება ხვიჩას ტრავმაზე

როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ბარსელონა 4:2 დაამარცხა.

სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ამ თამაშში პარიზელთა რამდენიმე მოთამაშე და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია დაიმტვრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლუის ენრიკემ განცხადება გააკეთა.

"მე ექიმი არ ვარ. უბრალოდ ის ვიცი, რომ სამივე ტრავმირებულია, რაც ამ მატჩიდან ყველაზე ცუდი ამბავია. ხვალინდელ ტესტებს უნდა დაველოდოთ. ჩვენთვის ყველაზე ცუდი ამბავი ის არის, რომ სამივე ფეხბურთელი დაშავებულია.

"ხვიჩას ტრავმა სერიოზულია, რაც ძალიან ცუდი ამბავია", - თქვა ენრიკემ.