ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტილება ნუნუ მენდეშის პოზიციის შეცვლაა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, შესაძლოა შეტევის მარცხენა ფლანგზე გადაიყვანონ. მენდეში გამოირჩევა სისწრაფით, ტექნიკითა და შეტევაში აქტიური ჩართვებით, რაც ლუის ენრიკეს მის უფრო შემტევ პოზიციაზე გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
ამ შემთხვევაში დაცვის მარცხენა ფლანგზე ლუკას ერნანდესის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ფრანგმა მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართულ შეხვედრაში (4:2) ამ პოზიციაზე წარმატებით ითამაშა.
თუმცა, ამ ეტაპზე თავად მენდეშიც ტრავმირებულია და მოედანზე დაბრუნებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, აღნიშნული ტაქტიკური ცვლილება მხოლოდ პორტუგალიელის გამოჯანმრთელების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და ხანგრძლივი პერიოდით ვერ ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის ტრავმის გამო პარიზულმა კლუბმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებსაც გადახედოს.