14 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - ძიუდოს რომელ ვარსკვლავებს ვიხილავთ თბილისის ევროპის ჩემპიონატზე

თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი 16-19 აპრილს კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

4 დღის განმავლობაში, თბილისური ტატამი და ქართველი გულშემატკივარი, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ბევრ ჩემპიონს იხილავს. გთავაზობთ ძიუდოისტების სიას, რომლებიც თბილისში ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მამაკაცები:

ტატო გრიგალაშვილი - 3-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

ლაშა ბექაური - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი

ლუკა მაისურაძე - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

გურამ თუშიშვილი - მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

გიორგი სარდალაშვილი - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

ვაჟა მარგველაშვილი - 2-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

ლაშა შავდათუაშვილი - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი

ილია სულამანიძე - ევროპის ჩემპიონი, ოლიმიური ვიცე-ჩემპიონი

ტიმურ არბუზოვი (რუსეთი) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

ჟოან-ბენჟამინ გაბა (საფრანგეთი) - მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი

ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი) - ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი

ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) - 4-გზის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი

ნემანია მაიდოვი (სერბეთი) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

ვედატ ალბაირაქი (თურქეთი) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი

არმან ადამიანი (რუსეთი) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

მატიას კასე (ბელგია) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

დაიკი ბოუბა (საფრანგეთი) - ევროპის ჩემპიონი

ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2-გზის ოლიმპიური, 2-გზის მსოფლიოსა და 3-გზის ევროპის ჩემპიონი.

ლუკა მხეიძე (საფრანგეთი) - ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი) - მსოფლიოსა და 3-გზის ევროპის ჩემპიონი.

ქალები:

ეთერ ლიპარტელიანი - მსოფლიო ჩემპიონი

დისტრია კრასნიქი (კოვოსო) - ოლიმპიური და 3-გზის ევროპის ჩემპიონი.

ჟოან ვან ლიშუტი (ნიდერლანდები) - მსოფლიო ჩემპიონი

რაზ ჰერშკო (ისრაელი) - ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

შირინ ბუკლი (საფრანგეთი) - 4-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი.

ალის ბელანდი (იტალია) - მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი

სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი) - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ პირველობაში.

რომან დიკუ (საფრანგეთი) - 5-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი

ტიმნა ნელსონ-ლევი (ისრაელი) - ევროპის ჩემპიონი

სზოფი ოზბასი (უნგრეთი) - მოქმედი ევროპის ჩემპიონი

ლი ფონტეინი (საფრანგეთი) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი

ასუნტა სკუტო (იტალია) - მსოფლიო ჩემპიონი

ოდეტე გუფრიდა (იტალია) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

ტარა ბაბულფატი (შვედეთი) - ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი

ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი.

სანიე ვან დაიკი (ნიდერლანდები) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი

Facebook კომენტარები