"პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფან-კლუბი, Collectif Ultras Paris, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მონაწილეობით გასამართ საფრანგეთის სუპერთასის მატჩს პროტესტის ნიშნად გამოტოვებს.
გულშემატკივართა ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ თამაში ნეიტრალური სტადიონის ნაცვლად, მათი უშუალო მეტოქის — „ლანსის“ მოედანზე ტარდება. გარდა ამისა, ულტრასების უკმაყოფილებას ბილეთების არათანაბარი და უსამართლო გადანაწილებაც იწვევს.
პსჟ-ისა და „ლანსის“ დაპირისპირება საფრანგეთის სუპერთასზე 16 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი, 12 აგვისტოს, ქართველი ფეხბურთელის კლუბი უეფა-ს სუპერთასის ფარგლებში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება და მორიგი ტიტულის დასაკუთრებას შეეცდება.