UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქამრისთვის ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. დაპირისპირება 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში ჩატარდება.
დვალიშვილისა და იანს შორის ეს მესამე ჩხუბი იქნება. 2023 წელს ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში იანმა მოიგო და დივიზიონის საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.
35 წლის მერაბ დვალიშვილს შანსი ეძლევა, სუპერმსუბუქი წონის ქამარი 10 თვის შემდეგ დაიბრუნოს. მან ტიტული 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა, ხოლო შემდეგ სამჯერ დაიცვა.
დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. რაც შეეხება პიოტრ იანს, 25 ბრძოლიდან 20-ში გამარჯვება მას დარჩა.