5 საათის და 31 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მადრიდის რეალი ლეო მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა

8 აგვისტოს საფეხბურთო სამყაროსთვის უმძიმესი ამბავი გავრცელდა და გაირკვა, რომ ლეო მესის მამა, ხორხე მესი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ამბავს მადრიდის რეალი საჯაროდ გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა.

"მადრიდის რეალის საფეხბურთო კლუბი, მისი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ლეო მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების გამო.

"ჩვენი კლუბი სამძიმარს უცხადებს ლეოს, მის ოჯახს და ყველა მის ახლობელს. მშვიდობით განისვენე", - ვკითხულობთ განცხადებაში.



Facebook კომენტარები