მსოფლიო ჩემპიონი, ფაბიან რუისი, პსჟ-ს ვარჯიშებს დაუბრუნდა. ესპანელ ფეხბურთელს, თანამემამულე მწვრთნელი შეეგება და დაფასების ნიშნად ის ტიტულები ჩამოუთვალა, რაც ფაბიანმა როგორც კლუბთან, ასევე ნაკრებთან ერთად მოიგო.
ფაბიანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგა, ერთა ლიგა და ოქროს ბურთი...
- ისმის ლუის ენრიკეს სიტყვები ვიდეოში
რა თქმა უდნა, ეს მწვრთნელის მხრიდან გაჟღერებული ხუმრობა იყო, თუმცა ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელის დაფასების ნიშანიც - ფაბიან რუისი ამას ნამდვილად იმსახურებს, რადგან მას ნამდვილად იდეალური წელი გამოუვიდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა მოიგო ყველაფერი საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, რისი მოგებაც შეიძლებოდა (წინა ზაფხულს ჩატარებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამოკლლებით).