6 საათის და 13 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უდიდესი აღიარება! - ეთერ ლიპატელიანი პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის გალა დაჯილდოვებაზე ეთერ ლიპარტელიანს გარჯა სათანადოდ დაუფასა.

ქართველი მთავარი პრიზის, პლანეტის წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტის ტიტულის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში ლიპარტელიანმა უტა აბეს აჯობა.

ცნობისთვის, ეთერმა ასევე წლის მომენტის პრიზიც მიიღო, ხოლო საუკეთესო მწვრთნელებად ჩვენებურები, ლაშა გუჯეჯიანი და გია თენაძე დასახელდნენ.

Facebook კომენტარები