დღეს პარიზის გრანდ სლემზე 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილს უნდა ეასპარეზა.
სამწუხაროდ, ქართველი მაღალი ტემპერატურის გამო აწონვებზეც ვერ გამოცხადდა, შესაბამისად ვერც ტატამზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ექვსი ძიუდოისტი, კოტე კაპანაძე (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (-100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გამოვა.