4 საათის და 8 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“ეს ძალიან დიდი პროგრესია...” - რას წერენ ამერიკელები გენო პეტრიაშვილის RAF-ში დამატებაზე

ოფიციალურად - გენო პეტრიაშვილი დიდ სპორტში დაბრუნდა.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციასთან, RAF-თან (Real American Freestyle) გააფორმა კონტრაქტი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება გენოს დებიუტი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ყველა ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი RAF-სგან მხოლოდ მონაწილეობისთვის 100 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო 100 ათას დოლარს ბრძოლის მოგებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს ამერიკელი ფანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ: 

"ეს ორგანიზაციის დიდი პროგრესია. გენო პეტრიაშვილი უდიდესი დანამატია.

"ძალიან მაგარია, როცა შენს ჩემპიონატში ოლიმპიური ჩემპიონი ასპარეზობს. 

"RAF-მა ამ დანამატით უდიდესი პროგრესი განიცადა", - წერენ ამერიკელები.

Facebook კომენტარები