დადასტურებული ინფორმაციით, 15 წლის ქართველი მრბოლელი, მათე კობახიძე, 2026 წელს ბრიტანულ ფორმულა 4-ში ოფიციალურად იასპარეზებს.
მათე Xcel Motorsport-ის გუნდს შეუერთდა და მესამე პილოტია, რომელიც გუნდის სახელით გამოვა.
ბრიტანული ფორმულა 4 FIA-ის მიერ სერტიფიცირებული ჩემპიონატია, რომელიც, F1-ისა და F2-ისგან განსხვავებით, ნაციონალურ/რეგიონალურ დონეზე ტარდება.
ახალგაზრდა ქართველმა F4-ში კარტინგში წარმატებული კარიერის შემდეგ გადაინაცვლა, სადაც მან შესანიშნავი ტემპი და უნარები აჩვენა.
"ძალიან ბედნიერი ვარ ბრიტანულ ფორმულა 4-ში Xcel Motorsport-ის გუნდში ჩარიცხვით. კარტინგიდან ფორმულა 4-ში მოხვედრა ჩემთვის დიდი ნაბიჯია და მზად ვარ, ეს გამოწვევა მივიღო.
"გუნდი ტესტების დროს ძალიან დამეხმარა და უკვე ბევრი რამე ვისწავლე. მოუთმენლად ველი Xcel-ში ყველასთან მუშაობას და სეზონის განმავლობაში, ძლიერი შედეგებისთვის ბრძოლას", - ამბობს მათე.