ჩიკაგოში, მკლავჭიდში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე, 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
საგინაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა და საბოლოოდ, 5:0 მოიგო. ეს იტალიელთან კარიერაში მისი მეორე გამარჯვება იყო.
ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად 2024 წელს, დევონ ლარატის დამარცხების შემდეგ დაეუფლა. აშშ-ში გამართულ შეჯიბრებაში ლევან საგინაშვილმა მონაწილეობა კარიერაში მეორედ მიიღო.
EAST WEST 12-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ლევან საგინაშვილმა ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, დაახლოებით, 50 000 დოლარი მიიღო. სავარაუდოდ, მისი ჰონორარი ამჯერადაც ამ თანხის ფარგლებში იქნება.