53 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელიც მერაბ დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში დაეხმარა

UFC-ის ქარ­თველ მებ­რძოლს, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს აბუ-და­ბი­ში და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. მე­რაბს თავს UFC-ის მებ­რძო­ლი უს­მან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და მის თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­ესხნენ.

გავ­რცელ­და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ოც, სა­დაც ჩანს, რო­გორ მი­ე­პარ­ნენ დვა­ლიშ­ვილს ზურგს უკან და ცემა და­უ­წყეს.

მე­რაბ­თან ერ­თად მისი მე­გო­ბა­რი, ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც დვა­ლიშ­ვილს თავ­დამ­სხმე­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და მათ მო­გე­რი­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

ის 21 წლის მო­ჭი­და­ვე საბა ლა­ზიშ­ვი­ლია, UFC-ის ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლის, ზვი­ად ლა­ზიშ­ვი­ლის ძმა.

კადრებიდან კარგად ჩანს, რომ საბამ თავისი მეგობრის დაცვისთვის ყველაფერი გააკეთა.