46 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ცნობილია, რა ბედი ეწიათ უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბზე სხვა თავდამსხმელებს

მერაბ დვალიშვილზე აბუ დაბიში განხორციელებულ თავდასხმას ილია თოფურია გამოეხმაურა. ქართველი მებრძოლის თქმით, უსმან ნურმაგომედოვი და მასთან ერთად მყოფი პირები დააკავეს.

ინციდენტი აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც დვალიშვილი RAF-ის ღონისძიების წინ ინტერვიუს წერდა. ქართველი მებრძოლის განცხადებით, მას და მის მეგობარს უსმან უმარ ნურმაგომედოვი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მოულოდნელად დაესხა თავს. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

„გავრცელებული ინფორმაციით, უსმანი იმ ლაჩრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

და სწორედ ეს ადამიანები ბედავენ, სხვებს თავმდაბლობაზე და პატივისცემაზე უქადაგონ? რა სირცხვილია! ნამდვილი ლაჩრების ხროვაა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უღიმღამო ადამიანები იყავით. ახლა კი ამის შესახებ უკანასკნელი ეჭვიც გამიქარწყლდა.

ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა მხოლოდ სიტყვები არ არის, რომლებზეც სხვებს უნდა უქადაგოთ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც უნდა ცხოვრობდეთ. თქვენ კი აჩვენეთ, რომ არცერთი მათგანი არ გაგაჩნიათ“, – დაწერა თოფურიამ.

მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ტურნირში მონაწილეობისთვის იმყოფება. 14 ნოემბერს ქართველი სპორტსმენი მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.